საზოგადოება

საქართველოს შსს–მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

06.01.17 19:20


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში 1995 წელს დაბადებული კ.დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1958 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ჰ.ქ. — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ჰ.ქ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 235 აბი „სუბოქსონი“, ხოლო კ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას 5 აბი „სუბოქსონი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი), რაც ისჯება რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები