საზოგადოება

სუპერმარკეტების ქსელის „იალჩინის“ ბუღალტერს თავს დაესხნენ - გატაცებულია 150 ათასი ლარი

06.01.17 21:10


ბათუმში გვიან ღამით თავდასხმა მოხდა სუპერმარკეტების ქსელის „იალჩინის“ ბუღალტერზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელმა 150 ათასი ლარი გაიტაცა. შემთხვევა იალჩინის კუთვნილ სასაწყობე ფართთან ახლოს, ადლიის დასახლებაში მოხდა. როგორც ცნობილია, საწყობიდან გამოსული ბუღალტერის ავტომანქანა შეაჩერეს და შეიარაღებულმა პირებმა ფული გაიტაცეს.

შეგახსენებთ, რომ „იალჩინის“ ერთ-ერთი ფილიალიდან 31 დეკემბრის 00:00 საათზე, „სანტა კლაუსმა“ 40 ათასი ლარი გაიტაცა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები