პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა

09.01.17 17:10


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა გუშინ, იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო და სამძიმარი გამოუცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ასეთ დაუცველ გარემოში, მთელი მსოფლიო მრავალი გლობალური საფრთხის წინაშეა და ამ პროცესში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების დამკვიდრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები