ეკონომიკა

აფხაზეთს ენერგოკრიზისი ემუქრება

12.01.17 20:50


აფხაზეთს თებერვლიდან ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, შესაძლოა, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნას — აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის კლებამ, შესაძლოა, რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვიოს, განაცხადა ენგურჰესის გენერალურმა დირექტორიმა ლევან მებონიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

აფხაზეთი დღე-ღამის განმავლობაში 8,5 მილიონ კილოვატ საათ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ენგურჰესი — კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, აშენდა 1970-იან წლებში და ამ ტიპის ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. ენგურჰესის კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები