პოლიტიკა

ე.წ. კაბელების საქმე - "არასწორმა განაჩენმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას შეიძლება პრობლემები შეუქმნას"

16.01.17 20:00


სააპელაციო სასამართლოში დღეს ე.წ კაბელების საქმეზე პროცესი გაიმართება. სასამართლო სხდომაზე სიტყვით ბრალდებულები წარსდგენიან, რის შემდეგაც მოსამართლე უკვე განაჩენის გამოსატანად გავა.

დღვანდელ სხდომას პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერებიც დაესწრებიან.

ბრალდბულების უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ სასამართლო ზეწოლას გაუძლებს და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„სასამართლო კონკრეტულად დღეს გამოიტანს განაჩენს თუ შემდეგ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. თქვენთვის კარგად არის ცნობილი სახალხო დამცევლის სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, უმნიშვენელოვანესი რაც ამ საქმეს ბოლო პერიოდში თან ახლავს არის ის, რომ ევროპარლამენტარების სხვადასხვა ფრაქციების მიმართვა ხელისუფლებისადმი სადაც საუბარია კონკრეტულად კაბელების საქმეზე და კაბელების საქმის არასწორმა გადაწყვეტამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და სურვილი გვაქვს, რომ სასამართლო იყოს ობიეტური“- განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლაგვისთვის 7 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები