პოლიტიკა

"არა გაზპრომს" - დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

18.01.17 16:20


პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" 18 იანვარს, 20:00-ზე, მთავრობის კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია აქციას გამართავს:


"არა გაზპრომს !

საქართველოს მთავრობა გაზპრომის მოთხოვნას თანხმდება - იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს ვერ შეძლო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის გამო, წელს დამდგარ ფაქტად გვასაღებენ.

შეთანხმებით, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა ყველაზე არასანდო პარტნიორისგან ფულადი სახით მიიღებს. ეს წამგებიან მდგომარეობაში გვაყენებს - არსებული ხელშეკრულება საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია.

გავაგონოთ მთავრობას ჩვენი ხმა და არ მივცეთ საშუალება, დათანხმდეს საქართველოსთვის წამგებიან წინადადებას.

თუ არ გინდა შენი ქვეყანა პუტინზე იყოს დამოკიდებული, მოდი კანცელარიასთან, 18 იანვარს, 20 საათზე"- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საქართველო ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

შეთანხმება ორწლიანია და პირველ წელს ქვეყანა ნედლეულთან ერთად თანხასაც მიღებს, სომხეთში ტრანზიტული გაზის გატარების სანაცვლოდ. მეორე წელს კი, მხოლოდ ფულად ანაზღაურებას.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების ირგვლივ კითხვები აქვთ არასამთავრობოებს.

(23 არასამთავრობო ორგანიზაცია) თუ რატომ შეიცვალა პირველად, 15 წლის განმავლობაში ხელშეკრულების მთავარი პირობა. “გაზპრომთან” გასაფორმებელი კონტრაქტის გასაჯაროებას ითხოვს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები