პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი - ე.წ. გერმანული მოდელი საუკეთესო გამოსავალია

31.05.16 17:55


ე.წ. გერმანული მოდელი საუკეთესო გამოსავალია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

"გერმანული მოდელი” არის საუკეთესო გამოსავალი იმ საკონსტიტუციო ჩარჩოებში და ფარგლებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ვინაიდან ხელისუფლება უარზეა, რომ შეცვალოს კონსტიტუცია, რომელიც სრულიად მოსწრებადია ამ პერიოდში.

რაც ეხება კანონის კონსტიტუციურობას, ეს მოდელი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას. არგუმენტები, რომლითაც უმრავლესობის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ, ვალიდურ არგუმენტებს წარმოადგენს.

მათი მიზანი არის ერთადერთი, შეინარჩუნონ უმრავლესობა მაჟორიტარების ხარჯზე, ისე როგორც ამას "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები