საზოგადოება

ამინდი საქართველოში: უმნიშვნელო ნალექი და 14 გრადუსი სითბო დასავლეთ საქართველოში

02.02.17 21:40


უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით დათბება — ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა პლუს 14 გრადუსამდე მოიმატებს, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში უმნიშვნელო ნალექი შენარჩუნდება.

პარასკევი, 3 თებერვალი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია მცირეოდენი თოვლი, დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის. აღმოსავლეთ საქართველოშიც ასევე ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.

ქარის სიჩქარე დასავლეთში წამში 8-13 მეტრი, ხოლო აღმოსავლეთში — 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 5-0, ხოლო დღისით — პლუს 2-7 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით მინუს 20-15, ხოლო დღისით — მინუს 7-2.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 5-0, ზოგან — 10 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით — 2-7 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 18-13, ზოგან 22, ხოლო დღისით — მინუს 9-4. თბილისში ძირითადად მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა.

ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია 1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 5 გრადუსი სითბო. შაბათი, 4 თებერვალი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — პლუს 7-12 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით მინუს 14-9, ხოლო დღისით — მინუს 2 — პლუს 3. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 8-3, ზოგან — 13 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით — 3-8 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 15-10, ზოგან 19, ხოლო დღისით — მინუს 6-1. თბილისში ძირითადად მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია 4 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 6 გრადუსი სითბო. კვირა, 5 თებერვალი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთებში — თოვლი.

აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ქარის წამში 10-15 მეტრი სიჩქარით იქროლებს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 1 — პლუს 4, ხოლო დღისით — პლუს 9-14 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით მინუს 10-5, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 7-2 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით — 7-12 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 12-7, ზოგან 19, ხოლო დღისით — მინუს 3 — პლუს 2. თბილისში ძირითადად მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია 2 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 10 გრადუსი სითბო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები