ეკონომიკა

სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაიზარდა- საქსტატის უახლესი ინფორმაცია

03.02.17 16:50


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 22,5 პროცენტით.

რაც შეეხება სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდის მაჩვენებელს, საქსტატის ინფორმაციით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით.

გარდა ამისა, ფასები გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (22,4 პროცენტი), ხილისა და ყურძნის (8,9 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1 პროცენტი), ზეთისა და ცხიმის (3,1 პროცენტი), თევზეულის (2,8 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2 პროცენტით. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (10,1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 პროცენტი).



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები