საზოგადოება

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

03.02.17 17:50


შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2017 წლის იანვარის თვე 387 070 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19.8 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 154 083 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 32,4%);

ბ) ტრანზიტი – 65 333 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,8%);

გ) სხვა – 167 654 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 5,9%).

2017 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+7,1%), თურქეთიდან (-0,8%), სომხეთიდან (+31,4%), რუსეთიდან (+40,3%), უკრაინიდან (+28,2%) და ირანიდან (+616,7%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი (შესაბამისად 47%, 32%, 32%, 25%, 23% და 18%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (32%), უზბეკეთი (231%), თურქმენეთი (184%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (25%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (83%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – ომანი – 13%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები