მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში მარტში გაიმართება

03.02.17 19:10


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი მოსკოვს მარტის დასაწყისში ეწვევა და თავის კოლეგა ვლადიმირ პუტინს შეხვდება, იუწყება „Sputnik–თურქეთი“ რუსულ მასმედიაზე დაყრდნობით.

ბოლო წლინახევრის განმავლობაში ეს ერდოღანისა და პუტინის მეოთხე შეხვედრა იქნება.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტები შემდგომი ურთიერთობების მოგვარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. თურქეთის პრეზიდენტი თურქი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსებისთვის ვიზების გაუქმების საკითხს დააყენებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები