საზოგადოება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე 86 კილო სადენი მოიპარეს

07.02.17 18:35


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე 86 კილო სადენი მოიპარეს

გამოძიების მასალებით, ბრალდებულმა სადენი ორ მამაკაცს მიჰყიდა და სწორედ მათ მიკროავტობუსში აღმოაჩინეს სამართალდამცველებმა მოპარული სადენი. გამყიდველი დაკავებულია, ხოლო მყიდველები პასუხისგებაში არიან მიცემული.

სპილენძის სადენი კომპანია ATEF Georgia-ს ეკუთვნის, რომელსაც, შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 1558 აშშ დოლარისა და 2050 ლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლებით „ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“ და „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა ან გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“, რაც ისჯება ჯარიმით ან ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს მონაკვეთზე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. საქართველოს მონაკვეთზე პირველმა ტესტ-მატარებელმა 2015 წლის იანვარში გაიარა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შეთანხმების საფუძველზე იგება. დერეფნის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში, სავარაუდოდ, 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. თუმცა საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთ მილიონ მგზავრსა და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გაუტოლდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ 2,5 ათასი ადამიანი დასაქმდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები