საზოგადოება

"ჩვენი მოთხოვნაა უკანონობა შეწყდეს" - „ აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებულები საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ

07.02.17 18:55


"რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებულები "საქართველოს ბანკისგან" მოითხოვენ უზრუნველყოს სამსახურიდან გათავისუფლებული 350 ადამიანის დაუყოვნებლივ აღდგენა.

როგორც "ნიუპოსტს" ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა უთხრა, აქციას იქმდე არ შეწყვეტენ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"350 ადამიანი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაგვიშვეს სამსახურიდან. ჩვენ მოვითხოვთ უკანონობა შეწყდეს. აქცია მიმართულია უკანონობის საწინააღმდეგოდ. რადგან "საქართველოს ბანკის" მფლობელობაშია გადასული მართვის უფლება. მოვითხოვთ ხელფასები მოგვცენ რომ ბანკის ვალები დავფაროთ. აქციას იქამდე გავაგრძელებთ სანამ სამართალს არ მივაღწევთ"- აცხადებს "ნიუპოსტთან" ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი.

რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლები საპროტესტო აქციას განაგრძობენ.

გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა დღეს თბილისშიც გაიმართა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები