საზოგადოება

განათლების სამინისტრო ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებას იწყებს

07.02.17 21:55


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებას გეგმავს.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროცესში, რომელიც ერთ თვეში დაიწყება, ოთხი სპორტული ფედერაცია – ფეხბურთის, ფრენბურთის, ხელბურთისა და რაგბის ფედერაციები ჩაერთვება.

მინისტრის განცხადებით, სკოლას თავად შეეძლება სასურველი სპორტის სახეობის არჩევა და შესაბამისად, ფიზკულტურის მასწავლებელიც სწორედ სკოლის მიერ შერჩეულ სახეობაში გადამზადდება.

გაკვეთილებს, რომლებიც მე-8 და მე-9 კლასებში დაინერგება, კვირაში 4 საათი დაეთმობა.

სიახლე განათლების სამინისტროსა და ამ ოთხი ფედერაციის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება.

სამინისტრო სპორტული აქტივობის სასკოლო ცხოვრებაში დასანერგად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 890 მილიონ ლარს დახარჯავს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები