საზოგადოება

6-12 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

07.02.17 22:10


“6 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებშიც იწვიმებს, მთაში მოთოვს”, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი. 7–8 თებერვალს გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. 9–12 თებერვალს ისევ ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +4, +9,
აღმოსავლეთ საქართველოში 0, +5 გრადუსი იქნება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები