საზოგადოება
08.02.17 17:35
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის სატრანსპორტო კომპაანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. სადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის ინიციატივით, მეტროსადგურების განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, ინტენსიური სარემონტო სამუშაოები „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ სადგურებში უკვე მიმდინარეობს, ასევე დაწყებულია მეტროსადგურ „ავლაბრის“ გამაგრებითი სამუშაოები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდება მეტროსადგურების ყველა ბაქანის და შესასვლელის ინტერიერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ გვირაბებს, გრანიტითა და მარმარილოთი მოპირკეთდება იატაკი. სადგურებში კი ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდება.
„სამუშაოები ითვალისწინებს, როგორც მეტროსადგურების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ვიზუალური მხარის მოწესრიგებას და უსაფრთხოების სისტემების გამართვას, რათა სადგურები მაქსიმალურად კომფორტული იყოს და მოქალაქეებს უკეთესად მოემსახუროს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა „მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „გურამიშვილის“ სადგურამდე მონაკვეთიც დაათვალიერა. ღონისძიებას დავით ნარმანიასთან ერთად, მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე ესწრებოდნენ.
სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანია ახორციელებს. კერძოდ „ახმეტელის თეატრის“ სადგურის განახლებაზე კომპანია „დამბა“ მუშაობს, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოებს – შპს „ყვარელრემმშენი“, ხოლო მეტროსადგურ “ავლაბრის” გამაგრებით სამუშაოებს კომპანია „აბსოლუტპლიუსი“ ახორციელებს.
თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 2017 წელს კიდევ ოთხი სადგური განახლდება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24