საზოგადოება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

08.02.17 18:35


ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, მორიგი აქცია გაიმართა.

შპს ,,კომუნალური მეურნეობის” თანამშრომლებთან ერთად სოფელ რატევნის მიმდებარე ტერიტორია ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის“ წარმომადგენლებმა დაასუფთავეს. ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამგებლის ბრძანებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებათა მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილია გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სტიქიური ნაგავსაყრელები პერმანენტულად გაიწმინდება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები