საზოგადოება

ბორჯომში „სილამაზის ხიდზე“ გადაადგილება სახიფათოა

09.02.17 16:45


ბორჯომში დაზიანებული „სილამაზის ხიდი“ საფრთხეს უქმნის ქალაქის მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს, იუწყება ტელეკომპანია „ბორჯომი“.

საკრებულოს დეპუტატის, დავით როკეტიშვილის განცხადებით, ე.წ. „სილამაზის ხიდზე“ გადაადგილება ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. „ორ ადგილას ისეა ჩამტვრეული ხიდი, რომ მტკვარში თავისუფლად ჩავარდება ბავშვი. არაერთხელ მოვითხოვე მიეხედათ დაზიანებული ხიდისთვის, თუმცა აქამდე არავინ არ მიიღო ზომები“, — განაცხადა დავით როკეტიშვილმა. როგორც ბორჯომის გამგებლის მოადგილემ ანზორ სვანიძემ განაცხადა, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გამგეობამ სასამართლოს გზით მოსთხოვა. მისივე განცხადებით, პროცესი ერთი კვირის წინ გაიმართა.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ხარვეზის აღმოფხვრამდე, ბორჯომის გამგეობა ხიდზე მანიშნებლების განთავსებას გეგმავს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები