საზოგადოება

რუსთავში მამაკაცმა მაღაზიის მეპატრონე მოატყუა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა

09.02.17 20:20


რუსთავში, ერთ-ერთი მაღაზიის წინ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. უცნობმა მამაკაცმა აპარატი მაღაზიის მეპატრონის თანხმობით წაიღო. მაღაზიის გამყიდველის ინფორმაციით, მასთან ერთი მამაკაცი მივიდა, რომელმაც უთხრა რომ კომპანიის წარმომადგენელი იყო და აპარატი ნახევარი საათით შესაკეთებლად უნდა წაეღო. როგორც მაღაზიის თანამშრომელი ამბობს, მას გარეთ კიდევ ორი მამაკაცი ელოდებოდა.

შემთხვევა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები