საზოგადოება

უწმინდესს დღეს გერმანიაში ოპერაციას გაუკეთებენ

13.02.17 16:35


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დღეს ოპერაცია ჩაუტარდება. ილია მეორისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე, ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები