საზოგადოება

რა ინფორმაცია აქვს ოჯახს მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით

13.02.17 18:05


დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნიათ მისი ოჯახის წევრებს, როგორც სასულიერო პირის მამამ ავთანდილ მამალაძემ „რუსთავი2“-თან საუბარში გაანაცხადა, დაკავებაზე და დაკავების მიზეზებზე პირველად მედიისგან გაიგო:
„სახლიდან წავიდა თბილისში, არაფერი არ ვიცი თქვენგან მესმის პირველად“- განაცხადა ავთანდილ მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ამ დრომდე საქართველოს მთავარი პროკურატურა არ აკეთებს კომენტარს, თუ რა მოტივით მოხდა სასულიერო პირის დაკავება.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები