საზოგადოება

Napalm Death-ი საქართველოში კონცერტს პირველად გამართავს

13.02.17 19:30


ცნობილი ბრიტანული დეტ-მეტალ-ჯგუფი Napalm Death-ი საქართველოში კონცერტს პირველად გამართავს, რომელიც თბილისში 19 აპრილს ჩატარდება, იუწყებიან კონცერტის ორგანიზატორები.

Napalm Death-ი 1981 წელს ინგლისურ სოფელ მერიდენში 13 წლის ნიკოლას ბულენმა და 14 წლის მაილზ რეტლეჯერმა დააარსეს. ჯგუფის სახელწოდება Napalm Death („სიკვდილი ნაპალმისგან“) — მუსიკოსების მიმართვაა, საომარ მოქმედებებში ნაპალმის ბომბების გამოყენების წინააღმდეგ, რომელსაც ვიეტნამის ომის დროს ფართოდ გამოიყენებდნენ.

Napalm Death-ი „გრანდკორის“ ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ჯგუფის მუსიკალური სტილის განვითარების მიხედვით, Napalm Death-ი უფრო მეტად ექსპერიმენტებს დეტ-მეტალის სტილში ატარებდა.

მათი კომპოზიცია „You Suffer" გინესების რეკორდების წიგნში შეიტანეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე მოკლე სიმღერა — სიმღერის ხანგრძლივობა 1,316 წამია. საქართველოში ბრიტანული ჯგუფის კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Conspiracy Concert Agency-ია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები