საზოგადოება

შსს–მ ნარკორეალიზატორები დააკავა

17.02.17 15:20


შსს–ს მცხეთა–მთიანეთის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული გ.უ. და 1942 წელს დაბადებული ა.უ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 9 ნატეხი და ერთჯერად შპრიცში მოთავსებული ბუპრენორფინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.უ. და ა.უ. ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ყიდდნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შეძენისა და შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე–5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები