საზოგადოება

თელ-ავივში საქართველოს ტურისტული პოტენციალი წარადგინეს

17.02.17 16:40


საქართველოს ტურისტული მიმართულებები იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე International Mediterranean Tourism Market (IMTM 2017) თელ-ავივში.

გამოფენა IMTM 2017 ყველაზე მსხვილი ტურისტული ბაზარია ხმელთაშუაზღვისპირეთში.

გამოფენის სტუმრებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალური პრეზენტაცია გამართა და საქართველოზე საიმიჯო რგოლი აჩვენა. გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ისრაელის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან. ღონისძიებაზე 1000-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.

ღონისძიებას, 20 ათასზე მეტი მნახველი დაესწრო.

ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარში საქართველოს 1,7 ათასი სტუმარი ეწვია ისრაელიდან. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 83,3% შეადგინა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები