ეკონომიკა

თბილისის ზოოპარკში „მაბუჰაი" გაიხსნა

02.06.16 2:10


საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკის „მაბუჰაი“ გახსნა თბილისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. პარკის სექმნის ინიციატორები საქართველოში ფილიპინების ელჩი ტელმო კუნანანი და ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე არიან. მათი ჩანაფიქრით, ეს პარკი დაეხმარებათ ქართველ ბავშვებს თამაშით და გართობით უფრო მეტი შეიტყონ ამ შორეულ ქვეყანაზე.

მინი პარკი წარმოადგენს ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებულ გასართობ ზონას ბავშვებისთვის.


თბილისის ზოოპარკმა გარდა მინი პარკის გახსნისა, კიდევ არა ერთი გასართობი ღონისძიება შესთავაზა ბავშვებს 1 ივნისს — მხიარული კარუსელები, შეჯიბრები, ტურნირები და გამოფენები და რა თქმა უნდა ზოოპარკის ახალი ბინადრები.

ბავშვთა საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება. მისი დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წლის ნოემბერში სპეციალურ სესიაზე მიიღო. გაერომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი მოღვაწეობის პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები