საზოგადოება

ამინდი საქართველოში: დასავლეთში 24 გრადუსამდე დათბება

27.02.17 21:30


საქართველოში სითბო იქნება — ჰაერის ტემპერატურა 20–24 გრადუსს მიაღწევს.

28 თებერვალი, სამშაბათი საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრს, აღმოსავლეთში კი 8–13 მეტრს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 1–6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 15–20.

სინოპტიკოსები მაღალ მთაში ღამით მინუს 7–2, დღისით კი 8–13 გრადუს სითბოს ვარაუდობენ.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 3, პლუს 2 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით — პლიუს 13–18. მაღალ მთაში ღამით მინუს 8–3, დღისით 4–9 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი და სუსტი ქარია მოსალოდნელი. ღამით პლუს 1, დღისით — 17 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. 1 მარტი, ოთხშაბათი საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ შენარჩუნდება უნალექო ამინდი. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, აღმოსავლეთ საქართველოში ნისლი. დასავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე წამში 17–22 მეტრს მიაღწევს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი წამში 10–15 მეტრს.

დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 5–10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 19–24. მაღალ მთაში ღამით მინუს 8–3, დღისით 9–14 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 0–5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — პლუს 13–18. მაღალ მთაში ღამით მინუს 6–1, დღისით 6–11 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლებელია ნისლი. ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრს მიაღწევს. ღამით პლუს 4, დღისით — 14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები