ეკონომიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა იმავე მისამართზე აშენდება

07.03.17 20:35


საზოგადოებრივი მაუწყებლს ახალი შენობა ექნება. როგორც სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება და კოსტავას 68 -ში განთავსდება.

ახალი შენობა იმავე ტერიტორიაზე აშენდება, რა მისამართზეც ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე კორპუსია განთავსებული.

შენობასთან დაკავშირებით საუბარია არხის ახალი მენეჯმენტის სამოქმედო გეგმაშიც. მასში აღნიშნულია, რომ ახალი შენობის პროექტირების პროცესი დაიწყება უახლოეს მომავალში.

აღნიშნულთან დაკავშირებული ტენდერი სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები