ეკონომიკა
13.03.17 19:40
საქართველოში ინვესტიციების ზრდა განპირობებულია ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმებით, რომლებიც დაგეგმა და განახორციელა მთავრობამ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოში 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 1,6 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებზე 5%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 32% პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეადგინა.
„საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, მათ შორის საგადასახადო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, ევროპასთან უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას.
საქართველო განაგრძობს წინსვლას ეკონომიკური თავისუფლებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლებში“, — აღნიშნა ჯავახიძემ.
მისი თქმით, გასულ წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან ყველაზე მეტი, 645 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39%-ია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი 203 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12%), ხოლო მესამეზე — მშენებლობა 163 მლნ. აშშ დოლარით (10%). „იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც 2016 წელს საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა, აზერბაიჯანი ლიდერობს 578 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანის ინვესტიციების 35%)“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. მან ასევე აღნიშნა, რომ 199 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა ინვესტიციები თურქეთიდან და 272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანის ინვესტიციების 16,5%). მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც 121 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა (მთლიანის ინვესტიციების 7,4%).
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24