მსოფლიო

დონალდ ტრამპი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება

17.03.17 16:30


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება.

გავრცელებული ცნობით, მერკელისა და ტრამპის მთავარი განსახილველი საკითხები ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები და ნატოსთან კავშირების გაძლიერება იქნება.

ორ ლიდერს შორის შეხვედრა 14 მარტს უნდა შემდგარიყო, თუმცა უამინდობის გამო ანგელა მერკელის ვაშინგტონში გამგზავრება გადაიდო.

მერკელისა და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში დღის პირველ ნახევარში გაიმართება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები