ეკონომიკა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

17.03.17 16:55


საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — 2017 წლის თებერვალში ამ ქვეყნიდან 30,3 მლნ აშშ დოლარია გადმორიცხული, რაც 15%-ით მეტია იანვრის თვის მონაცემთან შედარებით და 21%-ით მეტია 2016 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

თებერვალში გზავნილების ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 32,2% რუსეთის წილს შეადგენს.

თებერვალში საქართველოში სხვადსხვა ქვეყნიდან საერთო ჯამში 94,1 მილიონი დოლარია გადმოგზავნილი, რაც 17,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 27%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები