პოლიტიკა

ივანიშვილმა ბურჭულაძეს ურჩია, არ იცრუოს

03.06.16 16:00


საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სიცრუე უწოდა პარტია „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებას, თითქოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კონსულტაციები ჰქონდა ივანიშვილთან პრეზიდენტად მისი კანდიდატურის თაობაზე.

რაც შეეხება თავად ბურჭულაძეს, მისი თქმით, 2013 წელს თავად განაცხადა უარი არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე, ვინაიდან იმ პერიოდში პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავდა.

„სხვათა შორის, ბატონ ბიძინასთან მქონდა საუბარი და ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ არ იყო პოლიტიკაში ჩემი მოსვლა საჭირო. უარი განვაცხადე მე, რადგან არ იყო მაშინ საჭიროება.

რა საჭირო იყო, როდესაც მოვიდა ახალი ძალა, ახალი იმედი, ახალი ენერგია, რომელმაც დღეს, სამწუხაროდ, არ გაამართლა“ — აღნიშნა ახალი პარტიის ლიდერმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები