პოლიტიკა

ანა დოლიძე - ერთადერთი ორგანო, რომელიც გამუდმებით უარს ამბობს კონსულტაციაზე, ”ქართული ოცნების” უმრავლესობაა, ჩემთვის ეს ძალიან სევდიანი ფაქტია

22.03.17 21:45


ერთადერთი ორგანო, რომელიც გამუდმებით უარს ამბობს კონსულტაციაზე, არის ”ქართული ოცნების” უმრავლესობა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დოლიძის თქმით, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით მიმართვა გაკეთდა მაშინ, ვიდრე კანონპროექტი შემუშავდებოდა, ასევე პროექტის შემუშავების პროცესში და მას შემდეგ, რაც კანონი შეიქმნა.

”ამ პროცესში ჩვენ შევხდით შვიდ სხავადასხვა ინტერესის ჯგუფს, მათ შორის შევხდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს - გვინდოდა გაგვეგო მათი მოტივაცია ბევრ პუნქტთან დაკავშირებით. ვიტყოდი, რომ ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა.

ჩემთვის ნამდვილად სამწუხაროდ, ერთადერთი ორგანო, რომელიც გამუდმებით ამბობს კონსულტაციაზე უარს, ეს არის უმრავლესობა - ”ქართული ოცნება”. ჩემთვის ეს ძალიან სევდიანი ფაქტია”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

ანა დოლიძე პარლამენტის წევრებს პრეზიდენტის ინიციატივებს აცნობს.

გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისთვის აქვს ორი ძირითადი შეთავაზება: პირველი ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მეორე წინადადებაა ის, რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები