საზოგადოება

სამხედრო ბაზაზე დაშავებული ჯარისკაცი გარდაიცვალა

23.03.17 16:20


უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა. ამის შესახებ "ნიუპოსტს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 19 წლის სამხედრო მოსამსახურემ მძიმე დაზიანება 28 თებერვალსგანწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მიიღო.

"თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედო ჰოსპიტალში ხანგრძლივი მკურნალობისა და მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, 1998 წელს დაბადებული ბადრი შავაძე გარდაიცვალა. შავაძე, ა/წ 28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით, გორის სამხედო ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მოათავსეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს"- აცხადებენ უწყებაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები