საზოგადოება

ჯგუფი „მგზავრები" რუსეთში დიდ საკონცერტო ტურს მართავს

23.03.17 18:15


ქართული ფოლკ-ჯგუფ „მგზავრების" დიდი საგაზაფხულო საკონცერტო ტური რუსეთში 22 მარტს კალუგაში დაიწყო.

ქართველი მუსიკოსები კონცერტებს გამართავენ: 23 მარტს — მოსკოვში, 24 მარტს — კალინინგრადში, 26 მარტს — სანქტ-პეტერბურგში, 29 მარტს — სარატოვში და 30 მარტს — სამარაში. ტურის ფარგლებში ჯგუფი მსმენელის წინაშე ბოლო კონცერტით სოჭში, სამთო-სათხილაურო კურორტ როზა ხუტორში წარდგება.

„მგზავრები" შეასრულებენ კომპოზიციებს როგორც ახალი ალბომიდან „იასამანი", ისე საკუთარი ადრინდელი რეპერტუარიდან საუკეთესო ჰიტებს.

ჯგუფი "მგზავრები" 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე", რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა. მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია. 2016 წლის თებერვალში ჯგუფმა „მგზავრებმა" რუსული პრემია Чартова Дюжина მიიღო — ქართველმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში Взлом. 2016 წელს „მგზავრებმა" ათი წლის იუბილე რიგით მეექვსე ალბომის "იასამანის" გამოშვებით აღნიშნეს.

მუსიკოსები აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები