საზოგადოება
27.03.17 18:20
ყველაზე ხშირად ავარიები თბილისის სამ მონაკვეთში ხდება. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს და თბილისის ყველაზე „მკვლელ ქუჩებს“ ასახელებს, სადაც ყველაზე მეტი ავარიები ხდება.
როგორც გამოცემას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა განუცხადა, ავარიების თვალსაზრისით, ყველაზე სარისკო დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაა, რადგან მისი თქმით, ეს ქუჩა ძირითადად, საზოგადოების თავშეყრის ადგილია, რადგან ამ ქუჩაზე რესტორნების ქსელია განთავსებული და მოძრაობა ინტენსიურია. ავტომობილები ავითარებენ მაღალ სიჩქარეს. აქ არ არის რადარი და არც მაკონტროლებელი, ვინ რა სიჩქარით გადაადგილდება. მესხიშვილის თქმით, პარკირებაც არასწორადაა დახაზული და ის უნდა იყოს ტროტუარის პარალელური და არა 45-პროცენტიანი დახრით. ყველა ავტომობილი, რომელიც რესტორნიდან გამოდის, ქმნის ავარიულ სიტუაციას და მესამე, თავშეყრის ასეთ ადგილას ქვეითის არც ერთი გადასასვლელი და შუქნიშანი არაა. ბელიაშვილზე არის ჩქაროსნული მაგისტრალი, სადაც ხალხი იხოცება.
როგორც მესხიშვილი აცხადებს, მეორე ადგილი ვაჟა-ფშაველასა და ტაშკენტის ქუჩის კვეთაა.
ზოგადად, ვაჟა-ფშაველას გამზირი ავტოავარიების კუთხით გამოირჩევა, რადგან იქ ბევრი სამოძრაო ზოლია. ავტომობილები ღამის საათებში სიჩქარის განვითარებას ახერხებენ და ავტოავარიების უმეტესობა გზაჯვარედინებზე ხდება.
გიორგი მესხიშვილი ხშირი ავარიების ადგილად საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა ტერიტორიას ასახელებს. მისი თქმით, როდესაც ავტომობილები გვირაბიდან ამოდიან და მაღალი სიჩქარით მოძრაობენ, ხდება ნაკადების შერწყმა და აქ ავარიის ბევრი შემთხვევა ფიქსირდება.
„მივესალმები, რომ ზოოპარკი ამჟამინდელი ადგილიდან გადადის, იმიტომ, რომ საგზაო მოძრაობის ყველაზე რთულ მონაკვეთში მდებარეობს. შესაბამისად, ვიზიტორები ბავშვები არიან და რისკი იმატებს. ასევე, დედაქალაქში მომრავლდა მწვანე შუქნიშანი ქვეითისა და მძღოლისთვის ერთდროულად. ეს იმას ნიშნავს, რომ მწვანე შუქი ქვეითისთვისაც და მძღოლებისთვისაც ერთდროულად ირთვება და ისინი ერთდროულად მოძრაობენ. ყველა ეს ადგილი არის მაღალი რისკის, ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის თვალსაზრისით.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24