ეკონომიკა

თურქი ექსპორტიორები საქართველოსა და აზერბაიჯანს 2-6 მაისს ეწვევიან

27.03.17 22:05


თურქი ექსპორტიორები საქართველოსა და აზერბაიჯანს 2-6 მაისს ეწვევიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო "ტრენდზე" დაყრდნობით.

"შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონის თურქ ექსპერტთა ასოციაციის დელეგაცია საქართველოსა და აზერბაიჯანს 2-6 მაისს ეწვევა", — ციტირებს სააგენტო "ტრენდი" ასოციაციის ხელმძღვანელ ახმეთ ჰამდი გიურდოღანის განცხადებას, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

მისი თქმით, დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანიცაა ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერება, თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ასოციაციის ხელმძღვანელის ვარაუდით, შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონიდან ექსპორტი შესაძლებელია შეადგენდეს საქართველოსა და აზერბაიჯანში თურქეთის საერთო ექსპორტის ნახევარს.

ჰამდი გიურდოღანის თქმით, ექსპორტიორთა და მეწარმეთა დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანსა და საქართველოში ხელს შეუწყობს რეგიონის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას. თურქული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრები და ადგილობრივ ბაზრებსაც შეისწავლიან. ვიზიტის ხარჯების 60%-ს თურქეთის ეკონომიკის სამინისტრო დაფარავს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები