პოლიტიკა

თამაზ მეჭიაური - პრეზიდენტის ვეტო ”მეგობრული ვეტო” უფრო იყო, ვიდრე დიდი მნიშვნელობის მატარებელი

03.06.16 19:00


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონზე ”ვეტო ვეტოსთვის” იქნა დადებული.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უმრავლესობა დიდი ალბათობით ვეტოს დაძლევს.

„პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ ისეთი კეთილგანწყობით იყვნენ, ეს მეგობრული ვეტო უფრო იყო, ვიდრე ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი. მგონი, შეჯერებულები არიან და დიდი ალბათობით, პრეზიდენტს დავეთანხმები. ეს იყო ვეტო ვეტოსთვის“, - დასძინა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის “მოტივირებულ შენიშვნებს“ და შესაბამის კანონპროექტს იხილავს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები