საზოგადოება

ბათუმში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება

31.03.17 18:25


გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო სიმპოზიუმი ბათუმში 6-9 აპრილს ჩატარდება, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

სიმპოზიუმის მიზანია, რომ ექიმებს საქართველოდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან საშუალება მიეცეთ გამოცდილების გაზიარებისა და აღნიშნულ სფეროში არსებული სიახლეების გაცნობის. სიმპოზიუმში აღნიშნული ქვეყნებიდან დაახლოებით 100 ექიმი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ოჯახის ექიმების საერთაშორისო სიმპოზიუმის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც 2016 წელს გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ბათუმში პირველად იმართება, მომავალ წელს კი მას ბაქო უმასპინძლებს.

სიმპოზიუმის მონაწილეთა ანგარიშები მრავალპროფილური იქნება. სიმპოზიუმზე იმსჯელებენ დაავადებებზე, რომლითაც ყველაზე მეტად იტანჯებიან პაციენტები და ოჯახის ექიმებს მიმართავენ: გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რესპირატორული, ნევროლოგიური დაავადებები, ტრავმები და ა შ.

ღონისძიების ფარგლებში, 6 აპრილს ბათუმში ლაბორატორიულ მედიცინაში ტრენინგი ჩატარდება და ასევე გაიმართება პირველადი სამედიცინო დახმარების საჩვენებელი ტრენინგ-კურსი. სიმპოზიუმის ორგანიზატორია ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ოჯახის ექიმთა და გადაუდებელი დახმარების ასოციაცია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები