საზოგადოება

გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა

31.03.17 19:25


გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვი თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა მოგვიანებით თბილისში გადმოიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები