საზოგადოება

ამინდი საქართველოში: წვიმიანი უქმეები

31.03.17 19:55


შაბათი, 1 აპრილი

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი, მაღალ მთაში — თოვლი. დასავლეთში ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში — 10-15. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 5-10 გრადუსი სითბო, დღისით — 13-18; მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 2 — პლუს 3, ხოლო დღისით — პლუს 4-9 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 3-8 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 12-17; მაღალ მთაში ღამით — 6-1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო. თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 6, ხოლო დღისით — 14 გრადუსი სითბო. კვირა, 2 აპრილი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი; ღამით მცირე წვიმა იქნება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და დღისით — უმეტეს რაიონში. ქარის სიჩქარე მთელ საქართველოში წამში 8-13 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 11-16; მაღალ მთაში მოყინავს — 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით 5-10 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 9-14; მაღალ მთაში — მინუს 5-0, დღისით — პლუს 4-9. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროდადრო მოიმატებს ნისლიანობა. ღამით იქნება 7, ხოლო დღისით — 12 გრადუსი სითბო. ორშაბათი, 3 აპრილი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და დროდადრო ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 3-8, დღისით 15-20 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით იქნება ყინვა — 5-0, ხოლო დღისით — პლუს 10-15 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 1-6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 11-16; მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 6-1, ხოლო დღისით პლუს 4-9 გრადუსი. თბილისში ღამით და დილის საათებში მცირე წვიმა იქნება. ღამით ჰაერი 4 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 15-მდე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები