საზოგადოება

დავით საგანელიძემ მარნეულში სადემონსტრაციო სათბურები დაათვალიერა

31.03.17 21:20


საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ მარნეულში ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მშენებარე სადემონსტრაციო სათბურები დაათვალიერა.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი ძი იენ ჩი და ელჩის მრჩეველი ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში ვანგ ლიენფო და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სადემონსტრაციო სათბურები მარნეულის რაიონში 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მდებარეობს, სადაც უკვე გამოჰყავთ ადგილობრივი და ჩინური ბოსტნეულის საცდელი ჯიშები.

სათბურების პროექტი დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მიერ და ადგილზე ახორციელებს ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონ იუანს შეადგენს.

ჩინეთის მხარემ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სურვილი გამოთქვა პროექტის განვითარების შემდგომ ეტაპებზე საპარტნიორო ფონდის ჩართულობის შესახებ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები