ანალიტიკა

დაძაბული ვითარებაა მთიან ყარაბაღში

03.06.16 20:55


ვითარება დაიძაბა მთიანი ყარაბაღის რეგიონში - აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კონფლიქტის ზონაში წუხელ სომეხი სამხედროების თავდასხმა მოიგერიეს.

სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანმა ბოლო დღის განმავლობაში ზავი 140-ჯერ დაარღვია.

ოფიციალური ბაქოს მტკიცებით კი, აზერბაიჯანულ პოზიციებს სომხეთის არმიის დანაყოფები რამდენიმე რაიონში უტევდნენ, აზერბაიჯანულმა მხარემ კი საპასუხო ცეცხლი გახსნა.

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები