საზოგადოება

ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

03.04.17 17:10


ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების – სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია, ქუთაისში ხვალ პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის საფუძველს.

ცერემონია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 20:30 საათზე გაიმართება.

ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18:00 საათზე ასევე გახსნის იმერეთის რეგიონში პირველ ბრენდირებულ სასტუმროს – Best Western Kutaisi, რომელიც „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელისა“ „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორობით აშენდა.

3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. აქვს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები