საზოგადოება

თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის, შესაძლოა, 5 000 ლარამდე ჯარიმა დაწესდეს

03.04.17 21:00


საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის, შესაძლოა, 5 000 ლარამდე ჯარიმა დაწესდეს. უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, პროექტის თანახმად, ჯარიმის გადახდა არა უშუალოდ კანონდამრღვევს, არამედ იმ ობიექტის მეპატრონეს მოუწევს, სადაც ფაქტი მოხდება.

მისივე თქმით, ასევე მოხდება შესაბამისი რეკლამების აკრძალვა და განხორციელდება პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული კანონპროექტით.

“კანონპროექტი გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას იმ დათქმით, რომ თუ ეს მაინც განხორციელდება, დაჯარიმდება ის იურიდიული პირი, ის ორგანიზაცია, სადაც აკრძალულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევა მოხდება.

დაახლოებით 5000 ლარამდეა ჯარიმა. და სხვა პრინციპები – შესაბამისი რეკლამების აკრძალვა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაც მოხდება“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები