საზოგადოება

ამინდი: დასავლეთ საქართველოში 28 გრადუსი სითბო

03.04.17 21:10


სამშაბათი, 4 აპრილი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დროდადრო ღრუბლიანობა მოიმატებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 1–6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით – 16–21; მაღალ მთაში ღამით იქნება 6–1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით – 10–15 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 4 პლუს 1 გრადუსი, დღისით – 16–21 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით – 8–3 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით – 6–11 გრადუსი სითბო. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 7–12 მეტრი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 0, ხოლო დღისით – პლუს 20 გრადუსი. ოთხშაბათი, 5 აპრილი ძირითადად უნალექო ამინდი იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთში ქარის სიჩქარე წამში 17–22 მეტრამდე გაძლიერდება, ხოლო აღმოსავლეთში – 10–15 მეტრამდე.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 5–10 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 23–28, მაღალ მთაში ღამით მინუს 4 პლუს 1, ხოლო დღისით – 13–18 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 0 პლუს 5 გრადუსი, დღისით – პლუს 18–23 გრადუსი;

მაღალ მთაში ღამით მინუს 6–1, ხოლო დღისით – პლუს 11–16 გრადუსი. თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია პლუს 5, ხოლო დღისით – პლუს 21 გრადუსი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები