საზოგადოება

წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსატანად თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშოები ერთი დღით შეჩერდება

29.04.16 13:30


წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსატანად თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშოები ერთი დღით შეჩერდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა. მისი განმარტებით, კომპანია “პილიგრიმ ტურსი“ განახორციელებს სპეციალურ ჩარტერულ რეისს, რომლითაც საქართველოში 30 მაისს, 23:00 საათამდე წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ.

„80 კაციანი ჯგუფი გაემგზავრა საქართველოდან, რომელიც ცეცხლის გადმოსვლას დაესწრება, რის შემდეგაც ჩარტერული რეისი გამოემგზავრება საქართველოში. წელს გვქონდა გარკვეული პრობლემა. თბილისის აეროპორტი არის რემონტში და მხოლოდ ღამის საათებში მუშაობს. ასე რომ, ჩარტერული რეისის განხორციელება ვერ ხერხდებოდა ან თუ მოხერხდებოდა, წმინდა ცეცხლს კვირას, დილით ჩამოიტანდნენ. ამიტომ, თხოვნით მივმართეთ მთავრობას. პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქმის კურსში იყვნენ. საქართველოს მთავრობის მართლა ქმედითი დახმარებით მოხერხდა ის, რომ აეროპორტში სპეციალურად ამ რეისისთვის ერთი დღით შეჩერდება სარემონტო სამუშოები, რათა ეს რეისი დაჯდეს საქართველოში და წმინდა ცეცხლი აღდგომის ლიტანიობისთვის ჩამოვიდეს. ასე რომ, მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, თბილისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი არის რემონტში, რომელსაც ღამე აგებენ. 12 საათი კი მის გაშრობას სჭირდება, რომ შემდეგ თვითმფრინავები მიიღონ.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები