საზოგადოება

საქართველოს სკოლებში გაკვეთილების რაოდენობა შემცირდება

04.04.17 15:20


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში გაკვეთილების რაოდენობის შემცირებას გეგმავს, განაცხადა ჟურნალისტებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ორშაბათს დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. ცვლილებები ძირითადად ოთხი მიმართულებითაა დაგეგმილი: საერთო, უმაღლესი, პროფესიული განათლება და მეცნიერება. მინისტრის სიტყვებით, ყველა ეს სფერო 2020 წლამდე მაქსიმალურად უნდა იყოს განვითარებული.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების რაოდენობა ძალიან ბევრია, განსაკუთრებით საშუალო კლასებში და მიგვაჩნია, რომ გაკვეთილების ცხრილი უნდა განვტვირთოთ“, — განაცხადა ჯეჯელავამ და აღნიშნა, რომ სპეციალისტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ. ჯეჯელავამ განათლების მინისტრის თანამდებობა 2016 წელს დაიკავა და მას შემდეგ აქტიურად შეუდგა განათლების სისტემაში რეფორმების გატარებას. საზოგადოების ნაწილი მინისტრის ინოვაციურ იდეებს მხარს უჭერს, ნაწილი კი ეწინააღმდეგება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები