საზოგადოება

„კინო სკოლაში“: საქართველოში პროექტის ახალი სეზონი იწყება

04.04.17 18:30


საქართველოს ეროვნული კინოცენტრი იწყებს პროექტის „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს, რომელიც მოზარდებს შორის კინოგანათლების პოპულარიზებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა მიმართული.

პროექტი მეოთხე წელია ხორციელდება და ყოველ სეზონზე კინოცენტრი პროექტის მონაწილეებს სიახლეებს სთავაზობს. წელს „კინო სკოლაში“ აქტიურად ითანამშრომლებს განათლების სამინისტროსთან, რათა პედაგოგებმა „თავისუფალი გაკვეთილის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს სკოლებში განათლების უწყების მიერ ინერგება, შეძლონ მოსწავლეებისთვის კინოჩვენებებისა და დისკუსიების მოწყობა ამ სფეროს სპეციალისტებთან ერთად.

სპეციალისტები დაეხმარებიან პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა პროექტის დასრულების შემდეგ სკოლებში კომპეტენტური კადრები დარჩნენ, რომლებიც ამ მიმართულებით თავისი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ. კერძოდ, დააარსებენ კინო–კლუბებს და იზრუნებენ მოზარდების კულტურულ განვითარებაზე. ამჟამად პროექტში „კინო სკოლაში“ საქართველოს 217 სკოლაა ჩართული.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები