საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასაქმების ფორუმს მასპინძლობს

04.04.17 19:10


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე დასაქმების ფორუმში 70–ზე მეტი კერძო და საჯარო ორგანიზაცია მონაწილეობს – სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების გავლის, კარიერული ზრდისა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებს გააცნობენ.

ფორუმში მონაწილეობენ საბანკო და საფინანსო, მომსახურების, დაზღვევის, მედიცინის, ფარმაციის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები, ასევე მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო ორგანიზაციები, სამინისტროებისა და სხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები, აღნიშნულია თსუ–ის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უნივერსიტეტში აღნიშნეს, რომ ფორუმი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, უჩვენონ მათ თავისი ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია დამსაქმებლის მოთხოვნების შესახებ შრომის ბაზარზე.

ავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. მისი დამფუძნებლის — ივანე ჯავახიშვილის სახელი მას 1989 წელს მიენიჭა. ყოველწლიურად თსუ–ში დაახლოებით 200 ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. ის ქვეყნის ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელშიც ამჟამად 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები