საზოგადოება
04.04.17 19:40
პროექტის „ქალაქი ბიბლიოთეკა” განხორციელება დაიწყო – დედაქალაქის 20 ქუჩასა და 6 პარკში უფასო ელექტრონული წიგნები „საბასგან” უკვე ხელმისაწვდომია.
უკვე შესაძლებელია უფასო წიგნების ჩამოტვირთვა ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირებზე, გიორგი ლეონიძის, ივანე მაჩაბლის, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებზე, სულ 20 ქუჩაზე ქალაქის მასშტაბით, რომლებსაც მალე კიდევ 30 მწერლის სახელობის ქუჩა დაემატება.
ამ ქუჩებზე დამონტაჟებულ ქუჩის მანიშნებლებზე დატანილი QR კოდების საშუალებით, შესაძლებელი იქნება ჩამოტვირთოთ იმ მწერლის ლიტერატურა, რომლის სახელობის ქუჩაზეც დგახართ.
მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა იქნება ასევე უფასოდ ხელმისაწვდომი ქალაქის ბაღებსა და სკვერებში. უკვე დამონტაჟდა „საბას” ელექტრონული ბიბლიოთეკები დედა ენის ბაღში, რიყის პარკში, გეგეშიძის ბაღში, მზიურსა და ჯანო კახიძის პარკში. პარკებში დამონტაჟებულ სტენდებზე „საბა” მრავალფეროვან ლიტერატურულ არჩევანს გთავაზობთ.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს „ქალაქი ბიბლიოთეკა” ელექტრონული წიგნების სახლი „საბა”, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახორციელებს. სულ პროექტის ფარგლებში, 300-მდე სტენდი დაიდგმება. „ქალაქი – ბიბლიოთეკა” თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად” აქცევს. გარდა ამისა, ეს პროექტი ასობით ელექტრონული წიგნს უფასოდ ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის.
ჩამოტვირთვის პროცედურა მარტივია. ტელეფონის QR კოდთან მიახლოებით წიგნი თქვენს სმარტფონში გადმოინაცვლებს და მის წაკითხვას აპლიკაცია SABA READER-ის საშუალებით, ნებისმიერ ადგილზე და სიტუაციაში შეძლებთ.
გარდა მწერლების სახელობის ქუჩებისა, ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 12 პარკში დაიდგმება. ქუჩების და პარკების შემდეგ კი ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც შეაღწევს – ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დადგმა მეტროს ყველა სადგურზეა დაგეგმილი.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24